30.06.2025
სიახლე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რევაზ სტურუას აუდიტორია გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რევაზ სტურუას აუდიტორია გაიხსნა.
ასევე გაიმართა არქიტექტურისა და მშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტთა საკურსო ნამუშევრების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი შენობების მაკეტები და არქიტექტურული კომპოზიციები.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.