19.10.2025
სიახლე
ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენა სასწავლო წელს განახლებული ინვენტარით შეხვდა
ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენა სასწავლო წელს განახლებული ინვენტარით შეხვდა. სრულად ჩანაცვლდა ძველი ციგურები ახლით, რომელიც განკუთვნილია როგორც პროფესიონალი მოციგურავეებისთვის, ასევე მოყვარულთა ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, დაემატა ახალი აღჭურვილობა ჰოკეის სექციისთვის.
ახალგაზრდა სპორტსმენებს სასწავლო პროცესის განახლება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ცინცაძემ მიულოცა, რომელმაც მოზარდებს სპორტული ინვენტარი გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით და მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების უზრუნველყოფას სპორტულ ასპარეზზე მაღალი შედეგების მიღწევისათვის.