logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
19.05.2026 სიახლე

ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენაზე ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


Image

ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავად, ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენამ განსაკუთრებულ კულტურულ-სანახაობრივ ღონისძიებას უმასპინძლა.

საღამოს მთავარი იდეა ქართული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ხელოვნების თანამედროვე ფორმით წარმოჩენა იყო. ღონისძიებაში კულტურის ცენტრის ანსამბლის წევრები და მოციგურავეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მაყურებელს ტრადიციული ქართული ქორეოგრაფიისა და ფიგურული სრიალის სინთეზი შესთავაზეს. პროგრამა მოიცავდა ქართულ ხალხურ ცეკვებს, მუსიკალურ პერფორმანსებს და თეატრალიზებულ შოუს ყინულზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.

საღამოს, მოწვეული სტუმრის სტატუსით, ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვი.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული კულტურის უნიკალურობას, ეროვნულ ტრადიციებსა და მათ მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებაში.