ბათუმის ცენტრალურ პარკში საერთაშორისო ტურნირი კანოე-კაიაკში „სუპერ სპრინტი 2025“ გაიმართა

ბათუმის ცენტრალურ პარკში საერთაშორისო ტურნირი კანოე-კაიაკში „სუპერ სპრინტი 2025“ გაიმართა.
ტურნირი უკვე მეორედ ჩატარდა ჩვენს ქალაქში და წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მასშტაბური იყო. ბათუმმა უმასპინძლა 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ სპორტსმენს, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.
ტურნირის სხვადასხვა კატეგორიაში ორი ოქროს მედალი ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
სპორტულ ღონისძიებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე დაესწრო, რომელმაც ასევე დაათვალიერა სპორტული ცენტრის ბაზაზე არსებული ნიჩბოსნობის კლუბი. გიორგი ცინცაძემ გამარჯვება მიულოცა სპორტსმენებს და ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას ბათუმში.
პროექტი განხორციელდა ბათუმის მერიის სპორტული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სპორტის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან, აჭარის სპორტის დეპარტამენტთან და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით.