logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
02.05.2025

ბათუმის წყლის ლაბორატორიამ მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის მოსწავლეებს უმასპინძლა


Image

დღეს, ბათუმის წყლის ლაბორატორიამ, მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს წყლის დამუშავების შესახებ და ისაუბრეს ლაბორატორიული შემოწმების მეთოდებზე; სინჯების გამოყენებით, პრაქტიკულად აჩვენეს სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების პროცესი დანადგარების საშუალებით.

სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.