logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.06.2025

ბათუმის წყლის ლაბორატორიამ ქ. ბათუმის ფრანგული სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა


Image

დღეს ბათუმის წყლის ლაბორატორიამ ქ. ბათუმის ფრანგული სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, სინჯების გამოყენებითა და დანადგარების საშუალებით, პრაქტიკულად აჩვენეს სასმელი წყლის შემოწმების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის წყლის აკრედიტირებული (17025:2017/2018) ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებელთა შესაბამის კონტროლსა და მონიტორინგს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევები უმოკლეს დროში და მაქსიმალური სიზუსტით.