ბათუმიში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ქართული სიმღერის ლეგენდის მრავალწლიან შემოქმედებით საქმიანობას მიეძღვნა. საღამოზე შესრულდა ცნობილი ნაწარმოებები ნანი ბრეგვაძის რეპერტუარიდან და კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მის განსაკუთრებული წვლილს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში.
კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ნანი ბრეგვაძის ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. საღამოს მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფდა ფესტივალის ორკესტრი და ბენდი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.