ბათუმობა 2025 - ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის მილოცვა

ძვირფასო ბათუმელებო!
დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქალაქისთვის, 1888 წლის 28 აპრილს, ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ბათუმი თითოეული ჩვენგანისთვის სითბოს, სიყვარულისა და გულწრფელი ურთიერთობების სიმბოლოა. ეს არის ქალაქი, რომელიც გვაერთიანებს თავისი გამორჩეული ხასიათით.
ბათუმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი ქალაქია რეგიონში. ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით არაერთი აღიარება მოიპოვა და მოხარული ვარ, რომ ბათუმელებთან ერთად, წვლილი მიგვიძღვის ქალაქის განვითარებასა და წარმატებაში. მათთან ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს, ვქმნით ქალაქს, სადაც თითოეული მცხოვრები და სტუმარი გრძნობს სითბოსა და გულწრფელ მასპინძლობას.
წელს ბათუმობას 3 და 4 მაისს, საზაფხულო თეატრთან აღვნიშნავთ. წინ გელოდებათ მრავალფეროვანი, ღონისძიებებით დატვირთული ორი შესანიშნავი დღე, რომელიც შეგიქმნით დაუვიწყარ განწყობას და გაგრძნობინებთ, თუ რატომ არის ბათუმი განსაკუთრებული.
გილოცავთ კიდევ ერთხელ, გისურვებთ მშვიდობას, წინსვლასა და უამრავ წარმატებას!
ვიდეორგოლი