logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.05.2025 სიახლე

ბათუმს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა


Image

„ბათუმს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

თამარის დასახლებაში, ძმები ნობელების ქუჩაზე ახალი სკვერი აშენდა, რისთვისაც 1.5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი, საბავშვო და სპორტული ზონები, ველობილიკი, სრულიად ახალი სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები, ასევე საპარკინგე სივრცე. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სივრცე მოემსახურება თამარის დასახლებაში მცხოვრებ 200-ამდე ოჯახს.

ჩვენი ქალაქის განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ განახლებას, არამედ იმ გარემოს შექმნას, რომელიც გააუმჯობესებს მოქალაქეთა ყოველდღიურ ყოფას. ამ კონტექსტში რეკრეაციული სივრცეების არსებობა და განვითარება წარმოადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს.

2025 წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 35 რეკრეაციული სივრცის მშენებლობა-რეაბილიტაცია“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
ვიდეორგოლი