logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
23.10.2026 სიახლე

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა


Image

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა.

გამოფენას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოფენაზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებია წარმოდგენილი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სურსათის, ღვინის წარმოების, გადამუშავების, აგრო ტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სექტორებში საქმიანობენ.

ორი დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ მყიდველებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარუდგინონ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნონ.

ღონისძიებას, რომელიც კომპანია „ჯეონეტ ექსპო“-ს ორგანიზებით და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.