logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
10.06.2026 სიახლე

ბათუმში ახალი №21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება


Image

 

ბათუმში ახალი №21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 

სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად გაეცნო. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 1400 მოსწავლეზეა გათვლილი.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის ინვენტარითა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პარალელურად დაწყებულია ავტორიზაციის პროცესი და პედაგოგიური პერსონალის შერჩევა, რათა ახალი სასწავლო წლიდან სკოლამ შეძლოს მოსწავლეების მიღება.