ბათუმში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 25000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სპორტული მოედანი, მოეწყო საბავშვო, სავარჯიშო, დასასვენებელი და საპარკინგე სივრცეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე არხებსა და გარეგანათების ქსელს. პროექტის ღირებულებამ 3,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სკვერის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე და ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე დაესწრნენ.
როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ აღნიშნა, ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია თითოეული უბნის განვითარება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და მწვანე გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი სკვერის გახსნაც, რომელიც განპირობებული იყო მოსახლეობის მოთხოვნით და ადგილობრივებს კიდევ ერთ კომფორტულ სივრცეს სთავაზობს დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
ვიდეორგოლი