ბათუმში ახალი სტარტაპ ინტერაქციული სივრცე გაიხსნა

ბათუმში ახალი სტარტაპ ინტერაქციული სივრცე გაიხსნა.
სტარტაპ სივრცის მიზანია გახდეს იდეებისა და შესაძლებლობების შექმნის ადგილი ბათუმში - ჰაბი ახალგაზრდა და უკვე არსებული სტარტაპერებისთვის და ინოვაციური მეწარმეებისთვის. აქ მათ ექნებათ წვდომა თანამედროვე, კომფორტულ სამუშაო გარემოზე, სადაც შეძლებენ თავიანთი იდეების განვითარებას, რეალიზებასა და ახალი კოლაბორაციების შექმნას.
სივრცე რეგულარულად უმასპინძლებს შეხვედრებს წარმატებულ სტარტაპ დამფუძნებლებთან და აღიარებულ სპიკერებთან. სივრცეში ჩატარდება პრაქტიკული ტრენინგები, ინტერაქციული სესიები და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები სამეწარმეო უნარების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის გასაღრმავებლად.
სტარტაპ სივრცე შექმნილია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის - „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი - ბათუმი: ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო მხარდაჭერით, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის-M4EG“ ფარგლებში.
ახალი ჰაბის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი.
ახლად გახსნილ ინტერაქციულ სივრცეში GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აჭარის რეგიონის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.
რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას - ვიდეორგოლი