26.08.2025
სიახლე
ბათუმში არსებული ესთეტიკური ცენტრები
ბათუმში არსებული ესთეტიკური ცენტრებიდან, სილამაზის სალონებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან სახიფათო სამედიცინო ნარჩენების გატანა აქტიურად მიმდინარეობს.
სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით სრულდება.
ჰერმეტულად დაცული კონტეინერებით ნარჩენები შემოღობილ და დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვისა და აღჭურვილობის მქონე ავტომობილით შედის.
განადგურება ინსინერაციის გზით ხდება, რაც სრულიად უსაფრთხოა, როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანისთვის.