12.02.2026
სიახლე
ბათუმში ავტობანის ხიდიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდება
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვლის 00:00 საათიდან 14 თებერვლის 00:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტობანის ხიდიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის განახლებას.
შეზღუდვის პერიოდში №2 და №2ა მუნიციპალური ავტობუსები თაბუკაშვილისა და ნიჟარაძის ქუჩების კვეთაში დაასრულებს მოძრაობას.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.