30.05.2025
ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება.
11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.
ჩატარდება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
გაიმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სახეზე მოხატვა.
ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტო სტენდები, გარემო მოირთვება ჰელიუმის ბუშტებითა და ალმებით.
1 ივნისს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.