logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.06.2025

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს


Image

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს.

იმართება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.

მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.

ტარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სახეზე მოხატვა.

აქტივობები 20:00 საათამდე გაგრძელდება.