logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.09.2026 სიახლე

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა


Image

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო. შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის.

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.