logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
02.11.2026 სიახლე

ბათუმში ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა


Image

ბათუმში ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

სტუმრებს სიტყვით მიმართა ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ და ყურადღება გაამახვილა სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.

ექსპერტიზის დღე მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ბიუროს საქმიანობისა და ექსპერტთა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში ბიუროს უფროსმა დააჯილდოვა დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბიუროს განვითარებაში.