logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.05.2026 სიახლე

ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წელი აღინიშნა


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, შორეული ნაოსნობის სახელგანთქმული კაპიტნის, საბჭოთა კავშირის გმირის, ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, ანატოლი კაჭარავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.