17.05.2026
სიახლე
ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას პატივი მიაგეს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ფრიდონ ხალვაშის მეგობრები და ოჯახის წევრები.