ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი იმართება

„ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი იმართება. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქს ეძლევა შესაძლებლობა უმასპინძლოს კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი კურაშის მიმართ, რომელიც უზბეკური ტრადიციული ორთაბრძოლის სახეობაა და სწორედ უზბეკეთის სპორტის მინისტრი ადჰამ იკრამოვი გვსტუმრობს დღეს.
ჩემპიონატში 22 ქვეყნის 250-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ის ფაქტი, რომ ჩვენს ქალაქში ტარდება მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიება, ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც სპორტის განვითარების მიმართულებით ვახორციელებთ.
მადლობას ვუხდი საქართველოს სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ფედერაციას „სპორტი ყველასათვის“ ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისათვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენებს“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.