logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.06.2026 სიახლე

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა


Image

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გამორჩეული მეზღვაურები დააჯილდოვეს.

ღონისძიებას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, ხოლო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტების მონაწილეობით საზეიმო მსვლელობა და იუნკრების მემორიალის გვირგვინით შემკობის ტრადიციული ცერემონია ჩატარდა.