logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.01.2026 სიახლე

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო


Image

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 27 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გათვალისწინებულია თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომლებსაც თათების ფორმა ექნება.

ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი. ვოლიერები უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით.

ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო.

მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.

კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

პროექტის ღირებულება 9 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ვიდეორგოლი