logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.10.2024

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად რიგ მიმართულებებზე შეფერხებები დაფიქსირდა


Image

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული უხვი ნალექისა და სტიქიური მოვლენების შედეგად, რიგ მიმართულებებზე არის სხვადასხვა გამოწვევა.

100-ამდე შეტყობინება დაფიქსირდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთებისა და ქუჩის მონაკვეთების დატბორვის შესახებ. 13 მისამართზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ ეტაპისთვის სამი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის წყალი, სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები, მუნიციპალური სერვისების სააგენტო. ყველა გამოწვევაზე ხდება რეაგირება და შედეგების დროული აღმოფხვრა.

რამდენიმე უბანში შეზღუდულია წყალმომარაგება. სიმღვრივის დონის მატებასთან დაკავშირებით წყალმომარაგება პერიოდულად შეიზღუდება სხვადასხვა მიმართულებით, რის შესახებაც ინფორმირებულები იქნებიან კონკრეტული აბონენტები. მიმდინარეობს მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ყველა მუნიციპალური სამსახური. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა - ვიდეორგოლი