20.09.2026
სიახლე
ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამოტუმბვითი სამუშაოები, სანიაღვრე არხების წმენდა, გზების გათავისუფლება ჩამოშლილი მიწის მასისაგან და სხვა აუცილებელი ღონისძიებები ერთდროულად, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ყველა იმ მისამართზე, სადაც საჭიროება დგას და ვიდრე არსებული პრობლემები სრულად არ აღმოიფხვრება.
მუნიციპალური სამსახურები ადგილზე რჩებიან და შექმნილ ვითარებაზე რეაგირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.