logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.11.2024

ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია


Image

ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მობილიზებულია ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები.

უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.

„სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი გამოწვევები შექმნა ბათუმში. დაახლოებით 90 მისამართიდან შემოსულია მოქალაქეების განაცხადები მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით.

თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.

ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ბათუმელს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურდება და დაუკმაყოფილდება ის მოთხოვნები და ხარჯები, რაც სტიქიის შედეგად მიადგება.

მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება უამინდობა, შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მერთან ერთად, ბათუმის ვიცემერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო - ვიდეორგოლი