logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
17.05.2026 სიახლე

ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ოჯახთან, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.

ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცების საქმეში.