logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
25.02.2026 სიახლე

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება


Image

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ დაათვალიერა.

სანიაღვრე სისტემის სრული რეაბილიტაცია და ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დასრულდა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, ასევე, მარჯანიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში. სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტი სხვა ქუჩებზე გადაინაცვლებს.

პროექტის ფარგლებში ჯამში 16 ქუჩისა და მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.