logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.02.2026 სიახლე

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება


Image

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება. 

არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება. 

პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფეხმავლო და ველობილიკები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში და კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. 

აღნიშნულ ნაწილში რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ სამუშაოები სხვა მონაკვეთზე გადაინაცვლებს. 

პროექტი ითვალისწინებს შემდეგი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციას:

•  მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა - ვახტანგ გორგასლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთი; ზურაბ გორგილაძისა და 6 მაისის პარკის მონაკვეთი;
•   მურად ხინიკაძის ქუჩა - ალექსანდრე გრიბოედოვისა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   იორდან მეტაქსას ქუჩა - ვახტანგ გორგასლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა - პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი;
•   კლარა ცეტკინის ქუჩა - ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ზაქარია ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი;
•   ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა - ვახტანგ გორგასლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   26 მაისის ქუჩა - ვახტანგ გორგასლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   ვაჟა-ფშაველას ქუჩა - ვახტანგ გორგასლისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა - 26 მაისისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი; მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთი; სტეფანე ზუბალაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   დემეტრე თავდადებულის ქუჩა - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი; სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთი;
•   ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა - პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩების მონაკვეთი; 26 მაისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   კოტე მარჯანიშვილის ქუჩა - ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთი; ლუკა ასათიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   დავით კლდიაშვილის ქუჩა - პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთი; 26 მაისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის მონაკვეთი; ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის მონაკვეთი;
•   ვაჟა-ფშაველას ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი; მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთი;
•   26 მაისის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი; მემედ აბაშიძის გამზირიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთი.

ვიდეორგოლი