07.01.2026
სიახლე
ბათუმში სადღესასწაულო პროგრამა საშობაო კონცერტით დასრულდა
ბათუმში ახალი წლის დღეების სადღესასწაულო პროგრამა საშობაო კონცერტით დასრულდა.
საახალწლო სოფელი და საზეიმო პროგრამა ევროპის მოედანზე, 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იყო წარმოდგენილი.
პროგრამა მოიცავდა კულტურულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს.
აღნიშნულ პერიოდში გაიმართა 14 კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე, მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობები და საზეიმო მსვლელობები.
ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის, საახალწლო სოფელში, მოწყობილი იყო სხვადასხვა თემატური სივრცე.
მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად შექმნა საზეიმო განწყობა ბათუმში და საახალწლო დღეების ნაწილი გახდა.