ბათუმში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ბათუმში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ისინი ყოველდღიურად ასრულებენ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მისიას. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდადებისთვის და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის,“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.