logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.06.2026 სიახლე

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა


Image

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვაო ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.

ღონისძიებას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ხოლო სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. 

დღის ბოლოს ბათუმის მერი ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო. 

საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული საოცრებათა პარკი, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს, როგორც ბათუმელებს, ისე ქალაქის სტუმრებს.