logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.08.2026 სიახლე

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა


Image

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. 

ღონისძიებას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე დაესწრნენ.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40-ზე მეტმა მეფუტკრემ წარმოადგინა. 

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები. ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში კულტურული და გასართობი აქტივობები გაიმართა.

ბათუმი თაფლის ფესტივალს მეცხრედ მასპინძლობს. ის აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა