logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
11.08.2026 სიახლე

ბათუმში შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. გვახსოვდეს მათი სახელები და გმირობა“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ