logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.09.2026 სიახლე

ბათუმში სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული დღეა, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით ვაცნობიერებთ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის გაიღეს ჩვენმა გმირებმა. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე. მათი გმირობა, თავდადება და სამშობლოსთვის ბრძოლა ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია და მომავალ თაობებს ყოველთვის გაახსენებს მშვიდობის, თავისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობის ფასსა და მნიშვნელობას. მარადიული ხსოვნა საქართველოს გმირებს“, - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.