logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.10.2025

ბათუმში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს


Image

ბათუმში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ, ისაუბრა ბიუროში განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ შესაძლებლობებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.