logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
04.03.2025

ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება


Image

ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისთვის თოვლის საფარისაგან იწმინდება შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებული ქანობიანი რელიეფის მქონე ქუჩები და ჩიხები.

პარალელურად მიმდინარეობს მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების ზოლების, მოსაცდელებისა და ქუჩების გათავისუფლება თოვლგროვებისაგან.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ, ქალაქის მასშტაბით, ხორციელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

უწყვეტად მიმდინარეობს ქალაქის სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები.

ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სანდასუფთავების სამსახური.