logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
31.08.2026 სიახლე

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა


Image

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა.

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, გოგი ფაცაციასთან ერთად ყვავილებით შეამკეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.