04.08.2025
ბათუმში უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ბათუმში უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა, სადაც 9 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი და მათი წარმომადგენელი მონაწილეობს.
ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებთან ერთად, აჭარის 5 სპორტსმენი იასპარეზებს.
სპორტული ღონისძიების გახსნას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე დაესწრო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
საერთაშორისო ტურნირი 6 აგვისტომდე გაგრძელდება და ყველა ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს.