logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
25.05.2026 სიახლე

ბათუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა


Image

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბათუმის მერიისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მხარდაჭერითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, ასევე, მიტროპოლიტი დიმიტრი და ეპარქიის სამღვდელოება ესწრებოდნენ.

ღონისძიება ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბასიანმა“ გახსნა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ქალთა კამერული გუნდი, ანსამბლი „ბათუმი“, სიმფონიური ორკესტრი მამუკა ალაფიშვილის დირიჟორობით, დავით გველესიანი, სოფო ხალვაში და ნინო წულაია, რომლებმაც ქართული საგუნდო და კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები შეასრულეს.

საღამოს ფარგლებში გაიმართა თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეისა და ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.