21.05.2025
ბათუმში ყვავილების დარგვა დაიწყო

ქალაქში გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების დარგვა დაიწყო.
ყვავილების დარგვა გოგებაშვილის, რუსთაველის და კაჩინსკების ქუჩებზე მიმდინარეობს.
ჩითილები ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.
1 თვის განმავლობაში 850 000 - მდე ყვავილის დარგვა იგეგმება.