ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში გაიმართება.
11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში დელფინარიუმის მიმდებარედ მოეწყობა:
საბავშვო აქტივობების სივრცე;
თემატური ფოტო კუთხეები;
სახის მოხატვის სივრცე;
ფერადი დეკორატიული სახლები და ინსტალაციები;
საქანელები და საბავშვო გასართობი თამაშები;
პუფებით მოწყობილი დასასვენებელი სივრცე;
ალმების ხეივანი და სხვა სადღესასწაულო დეკორაციები.
პატარების განწყობაზე იზრუნებენ მულტფილმის პერსონაჟები და ზღაპრის გმირები.
ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ადგილობრივი შემოქმედებითი სტუდიები, ქორეოგრაფიული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები.
ასევე, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ცენტრალური პარკის კოლონადების მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, მოეწყობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ჩვენება:
12:00 -12:25 - „წითელქუდა„
13:00 - 13:35 - „ოქროს წიწილა“.
გელოდებით 1 ივნისს ბათუმის ცენტრალურ პარკში, ერთად შევუქმნათ პატარებს დაუვიწყარი სადღესასწაულო განწყობა.