03.07.2025
სიახლე
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ბათუმში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის დამფუძნებელი, იდეის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილია, რომელმაც წარადგინა მუსიკალური კალეიდოსკოპი - „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“.
საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.