15.07.2026
სიახლე
ჩემი ბავშვობის ფერადი მოგონებები
ბათუმის №1 საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფმა – „მზის სხივებმა” გამართა აქტივობა „ჩემი ბავშვობის ფერადი მოგონებები“, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის სკოლაში გადასვლამდე ემოციური, თბილი და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნა. ![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა თეთრ მაისურებზე მეგობრებისა და აღმზრდელების სამახსოვრო სურვილები, ნახატები და ხელმოწერები დაიტოვეს. ეს განსაკუთრებული დღე სავსე იყო სიხარულით, თბილი ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით.