26.05.2026
სიახლე
დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბავშვო ბაღებში შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა.
პატარებმა სხვადასხვა აქტივობის საშუალებით გაიცნეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, სახელმწიფო სიმბოლოები, ტრადიციები და სამშობლოს მნიშვნელობა.
აქტივობების მიზანი იყო ბავშვებში სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების გაძლიერება ადრეული ასაკიდან.
ნაკლების ჩვენება