logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
16.09.2026 სიახლე

დასრულდა შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა


Image

დასრულდა შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და გარეგანათების სისტემა. ასევე, შესრულდა შესაბამისი საგზაო მონიშვნები.

ახალი გზის მოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას. პროექტი გააუმჯობესებს როგორც საავტომობილო საშუალებების, ისე ქვეითთა გადაადგილების პირობებს.