16.02.2026
სიახლე
დასუფთავების მასშტაბური აქცია
სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავების მასშტაბური აქცია განახორციელეს.
მახინჯაურიის გვირაბიდან ჩაქვის წრიულამდე გზის ორივე მხარე გაიწმინდა პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან.
სანდასუფთავების სამსახური მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ გარემოს, შევინარჩუნოთ სისუფთავე და ნუ დავანაგვიანებთ ჩვენს ქალაქსა და ბუნებას.