29.10.2024
დასუფთავების სამუშაოები
-large.jpg)
ბათუმის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის, ეზოების, ბულვარის, ქუჩების, სკვერებისა და ტროტუარების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები. გარდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოებისა, ხდება გამოძახებებზე რეაგირებაც. ქალაქის მოწესრიგებას სანდასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები ახორციელებენ.