09.07.2026
სიახლე
დასუფთავების სამუშაოები
ბათუმის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავების სამუშაოები.
უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ქუჩების დაგვა, დასუფთავება და მორწყვა. პარალელურად იწმინდება სანაპირო ზოლი და ირეცხება გასახდელები.